მიხეილ სააკაშვილმა მიმართვა გაავრცელა

სააკაშვილი

სააკაშვილი ომბუდსმენს მიმართავს. ექსპრეზიდენტის განცხადებით, სახალხო დამცველის კონსილიუმი მასთან შესახვედრად მზად არის, ამიტომ, სააკაშვილი მიმართავს ლევან იოსელიანს, ამ პროცესს ხელი შეუწყოს.

მანამდე განცხადება გაავრცელა ომბუდსმენის ოფისმაც. სახალხო დამცველი ეხმიანება მედიაში გავრცელებულ მცდარ ინფორმაციას, თითქოს, მიხეილ სააკაშვილის სამედიცინო მომსახურების მონიტორინგის მიზნით შექმნილი კონსილიუმის წევრი ექიმები მესამე პრეზიდენტის მოსანახულებლად მის გადაწყვეტილებას ელოდებიან.

სახალხო დამცველის განცხადებით, კონსილიუმი საჭიროების არსებობის შემთხვევაში, თავად იღებს გადაწყვეტილებას მსჯავრდადებულის მონახულების თაობაზე და ამ პროცესში სახალხო დამცველი არ ერევა.

"გარდა იმ ფორმალური ნაწილისა, რაც მსჯავრდადებულის მოსანახულებლად საჭირო რწმუნებების გაცემასა და ხელმოწერასთან არის დაკავშირებული. საკითხი მოგვარებულია და რწმუნებები მათ ნებისმიერ დროს, მოთხოვნისთანავე გადაეცემათ"- ამბობს ომბუდსმენი.

 

ასევე ნახეთ:

👉 რას ამბობს სოფო ნიჟარაძე მიხეილ სააკაშვილისა და ლიზა იასკოს ქალიშვილზე გავრცელებულ ინფორმაციაზე

👉 ლიზა იასკო სოფო ნიჟარაძეზე: საერთოდ არ მაინტერესებს, მე არ ვარ ის, ვინც ქორწინების გარეშე შეძენილი შვილების შესახებ კომენტარი უნდა გააკეთოს