Messenger-ს კიდევ ერთი ახალი ფუნქცია დაემატა
1734033334
საქართველოს მეექვსე პრეზიდენტი უკვე არჩეულია და ის ინაუგურაციის წუთიდან შეუდგება უფლებამოსილების განხორციელებას, - განაცხადა პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე, რატი იონათამიშვილმა „დღის ქრონიკასთან“ საუბრისას.
წამყვანი დაინტერესდა თუ რა მოლოდინები აქვს მმართველ გუნდს 29 დეკემბერს, ინაუგურაციის დღეს, ვინაიდან რადიკალების მხრიდან კეთდება განცხადებები ამ პროცესის ჩაშლასთან დაკავშირებით.
რატი იონათამიშვილის თქმით, ინაუგურაცია შედგება და მას ხელს ვერავინ შეუშლის.
„ვისაც რა მცდელობა არ უნდა ჰქონდეს, ამ პროცესებს ვერ შეუშლიან ხელს. მცდელობა მათ აქამდეც ჰქონდათ ხელის შეშლის. ჯერ იმუქრებოდნენ, რომ საქართველოს მე-11 მოწვევის პარლამენტი ვერ შეიკრიბებოდა. მერე იმუქრებოდნენ, რომ საქართველოს პარლამენტი ნდობას ვერ გამოუცხადებდა მთავრობას. მერე ამბობდნენ, რომ ვერ მოხდებოდა, რომ 2025 წლის ბიუჯეტი დამტკიცებულიყო. მერე პრეზიდენტის არჩევნები არ შედგებაო. ყველაფერი იმის საპირისპიროდ მოხდა, რასაც ეს ადამიანები ამბობდნენ, მაგრამ მოხდა ყველაფერი საქართველოს სახელმწიფოს სასარგებლოდ. ანუ ისინი რაზეც ამბობენ, რომ ვერ მოხდება, ეს ყველაფერი ეწინააღმდეგება საქართველოს ინტერესებს და საბოლოო ჯამში მაინც ყველაფერი ისე ხდება, როგორ ჩვენი ქვეყნისთვის არის უკეთესი. ამ შემთხვევაშიც ასე იქნება. როგორც არ უნდა ამბობდნენ ეს ადამიანები, რომ ინაუგურაციის პროცესი არ შედგება, ინაუგურაციის პროცესი შედგება, ორბელიანების სასახლეში შევა საქართველოს მეექვსე პრეზიდენტი და დარწმუნებული ვარ, რომ ძალიან მაღალი პასუხისმგებლობით შეუდგება იმ ცერემონიული და სიმბოლური უფლებამოვალეობების განხორციელებას, რაც საქართველოს პრეზიდენტს გააჩნია“, - განაცხადა რატი იონათამიშვილმა.
Messenger-ს კიდევ ერთი ახალი ფუნქცია დაემატა
1734033334