ტრაგედია თათა გიორგობიანის ოჯახში
1750881103
„კანონიერმა ქურდმა“ ზაურ გვაძაბიამ, „კრიმინალურ წრეებში“ ცნობილმა როგორც „ზაურ სოხუმსკი“, სასჯელაღსრულების დაწესებულება დატოვა.
გვაძაბია მოსკოვის თუშინოს რაიონულმა სასამართლომ 2023 წელს მეხუთედ გაასამართლა — 4 გრამი ნარკოტიკული საშუალების უკანონო შენახვისთვის.
„ზაურ სოხუმსკის“ კრიმინალური ბიოგრაფია 1990-იან წლებში იწყება. 26 წლის ასაკში ზაურს ქუთაისელმა „კანონიერმა ქურდებმა“ „კრიმინალური ავტორიტეტის“ სტატუსი მიანიჭეს. 2003 წელს კი „კანონიერმა ქურდებმა“ მერაბ ჯანგველაძემ და ბუიამ ეს სტატუსი ჩამოართვეს. 2014 წელს მან სტატუსი თურქეთში დაიბრუნა, ხოლო 2015 წელს მისი ე.წ. მოღვაწეობა კრიმინალურ სამყაროში საბოლოოდ დასრულდა.
ცნობისთვის, ბოლო რამდენიმე თვეა მედიაში არ წყდება დაინტერესება „კანონიერი ქურდის“ მერაბ ჯანგველაძის და მისი ოჯახის მიმართ.
ჯანგველაძის ოჯახი ყურადღების ცენტრში მას შემდეგ მოექცა, რაც მერაბის ძმა, ლევან ჯანგველაძე ვაკეში დაქირავებულმა ქილერმა, გელა უძილაურმა მოკლა.