რატი იონათამიშვილი: ცხრა ოპოზოციურ პარტიას რვა ამომრჩეველი ჰყავს, დაახლოებით ასეთ კურიოზთან გვაქვს საქმე

რატი იონათამიშვილი

ცხრა ოპოზოციურ პარტიას რვა ამომრჩეველი ჰყავს, დაახლოებით ასეთ კურიოზთან გვაქვს საქმე, – ამის შესახებ პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ, რატი იონათამიშვილმა საქართველოს პირველ არხს განუცხადა.

მისი თქმით, ამბობენ, თითქოს ცხრა პარტიაა, სინამდვილეში „ნაცები“ არიან.

„„ნაცების“ რაოდენობას მნიშვნელობა არ აქვს, რადგან ისინი ბოლომდე არიან გაკოტრებულები. ჯერ კიდევ 2012 წელს საზოგადოებამ მყარი უარი უთხრათ, ეს უარი კიდევ უფრო მეტად დროთა განმავლობაში განმტკიცდა და დავრწმუნდით, რომ „ნაცობა“ უსამშობლოობას ნიშნავს. საზღვარგარეთ დაწერილი სცენარები საქართველოში არ მუშაობს, მით უფრო, რომ საშინაო დავალების შესრულებაში ოროსნები არიან, ამიტომ კიდევ ერთი საშემოდგომო გამოჰყვებათ“, – განაცხადა რატი იონათამიშვილმა.