რატი იონათამიშვილი: ცხადია, ოპოზიცია ოცნებობს, რომ პროვოკაციები მოაწყონ და ისინი ყველაფერზე არიან წამსვლელები ამ პროვოკაციისთვის

რატი იონათამაშვილი

"ქართულ ოცნებაში“ აცხადებენ, რომ რადიკალური ოპოზიცია პროვოკაციებისთვის ემზადება. ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარის განცხადებით, რადიკალები ყველაფერზე არიან წამსვლელები, თუმცა სახელმწიფო მათი გეგმების განხორციელებას არ დაუშვებს.

„ცხადია, ოპოზიცია ოცნებობს, რომ რაიმე პროვოკაციები მოაწყონ და ისინი ყველაფერზე არიან წამსვლელები ამ პროვოკაციისთვის. ისინი არა მარტო ოცნებობენ, არამედ კონკრეტულად რაღაც მზაკვრულ გეგმებს თხზავენ კიდევაც. ერთი არის, რომ ყველაფერზე არიან წამსვლელები და მეორეა, რომ სახელმწიფო არასოდეს დაუშვებს, რომ მათ ეს მზაკვრული გეგმები ოდნავ მაინც განახორციელონ“, - აღნიშნა იონათამიშვილმა.