„პრაიმ ჰაუსის“ ცნობილი წყვილი დაშორდა
1753732640
აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ რუსეთს უკრაინის წინააღმდეგ ომის დასასრულებლად „დაახლოებით 10 ან 12 დღე“ ეძლევა.
„ალბათ დღეს საღამოს ან ხვალ ამას ოფიციალურად გამოვაცხადებ, ლოდინის მიზეზი არ არსებობს“, - აღნიშნა აშშ-ის პრეზიდენტმა.
მისი თქმით, სანქციები და შესაძლოა ტარიფები, მათ შორის მეორადი ტარიფებიც, განხილვის საგანია.
„არ მინდა ეს გავუკეთო რუსეთს. მე მიყვარს რუსი ხალხი - ისინი დიდებული ხალხია“, - განაცხადა დონალდ ტრამპმა.
ტრამპმა უკრაინაში მიმდინარე ომი „მართლაც სისხლიან ომად“ შეაფასა და აღნიშნა, რომ შეთანხმების მიღწევა „ზოგადად საღი აზრია“.
„მგონია, რომ საბოლოოდ რაღაც მოხდება. ეს სწრაფად უნდა მოხდეს, ძალიან ბევრი ადამიანი იღუპება“, - დასძინა მან.