„ენერგო პრო ჯორჯია“ აბონენტებს აფრთხილებს

ენერგო პრო ჯორჯია

„ენერგო-პრო ჯორჯიას“ ქსელში არსებული აბონენტების ნაწილს, ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება.

კომპანიის ინფორმაციით, სამუშაოების დასრულებისთანავე ელექტროენერგიის მიწოდება ჩვეულ რეჟიმში აღდგება.

„გამანაწილებელ ქსელში დაგეგმილი სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო 29 ივლისს 05:00-დან 09:00-საათამდე ენერგომომარაგება დროებით შეეზღუდებათ აბონენტებს დუშეთისა და ყაზბეგის მუნიციპალიტეტების სოფლებში სეთურნი, ქუმლისციხე, ზაქათკარი, გუდაური, სოკურიანი, ჯაღმიანი, ქვეშეთი, კაიშაურნი, არახვეთი. 10:00-დან 12:00 საათამდე - აბონენტებს სტეფანწმინდაში ალ. ყაზბეგის, რუსთაველის ქუჩებზე, გერგეტის უბანში.

11:00-დან 18:00 საათამდე დენი გაითიშება თიანეთში 9 აპრილის, ლაშარის, რუსთაველის, ვაჟა-ფშაველას, ნამორაძის, წერეთლის, ფიროსმანის, აღმაშენებლის, ჟებოტის და მიმდებარე ქუჩებზე.

12:00-დან 14:00 საათამდე დენი გაეთიშებათ მომხმარებლებს მცხეთის რაიონის სოფლებში ციხისძირი, ძველი ქანდა, ქანდა, მუხრანი, პატარა ქანდა, ქსანი, წიწამური, წეროვანი.

სამუშაოების დასრულებისთანავე ელექტროენერგიის მიწოდება ჩვეულ რეჟიმში აღდგება“, - ნათქვამია ინფორმაციაში.