რატი იონათამიშვილი: სანამ უკრაინაში ომი იქნება, რა თქმა უნდა, მეორე ფრონტის მიზნები კონკრეტულ ძალებს ყოველთვის ექნებათ

რატი იონათამიშვილი

ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე რატი იონათამიშვილმა „რონიკაში“ ისაუბრა, სრის თუ არა საქართველოში მეორე ფრონტის ხაზის გახსნის თემა კვლავ აქტუალური.

„ყველას გვინდა, რომ მშვიდობა იყოს ევროპაში, მაგრამ ამის ნიშნები ჯერ არ შეინიშნება. ფრონტის ხაზი [უკრიანაში] სულ უფრო მეტად იზრდება და ის ათასობით კილომეტრი სულ უფრო მეტად ფართოვდება. სამწუხაროდ, ამ ომს დასასრული ჯერ არ უჩანს და სანამ ომი იქნება, რა თქმა უნდა, მეორე ფრონტის მიზნები კონკრეტულ ძალებს ყოველთვის ექნებათ“, - აღნიშნა იონათამიშვილმა.