რატი იონათამიშვილი რადიკალებზე: როდესაც ჩვენი ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი საკითხები განიხილება, ისინი მტრულ პოზიციას იკავებენ. როდესაც ჩვენ კონსტიტუციის დაცვით ქვეყნის სუვერენიტეტს ვიცავთ, ისინი ებრძვიან ჩვენს სუვერენიტეტსაც

რატი იონათამიშვილი

პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე რატი იონათამიშვილი „სისხლის სამართლის კოდექსში“ შესატან ცვლილებას გამოეხმაურა, რომელიც კონსტიტუციური წყობილების წინააღმდეგ ექსტრემიზმს აკრძალავს.

„როდესაც ჩვენი ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი საკითხები განიხილება, ისინი მტრულ პოზიციას იკავებენ; ფასების დროს ისინი გაძვირების მხარეს დგებიან; გამჭვირვალობის დროს ისინი შავ-ბნელი მიზნებით შემოიფარგლებიან და აქაც ასეა, როდესაც ჩვენ კონსტიტუციის დაცვით ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტს ვიცავთ, ისინი, რა თქმა უნდა, ებრძვიან ჩვენს ქვეყანასაც, კონსტიტუციასაც და სუვერენიტეტსაც“, - აღნიშნა იონათამიშვილმა.

ექსტრემიზმი კონსტიტუციური წყობილების წინააღმდეგ - „სისხლის სამართლის კოდექსში“ ახალი მუხლი შედის. დასჯადი ხდება კონსტიტუციური ორგანოების არაღიარების მოტივით და კონსტიტუციური წყობილების წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაული. საკანონმდებლო ცვლილება ითვალისწინებს ჯარიმას, საზოგადოებისთვის სასარგებლო შრომას ან პატიმრობას სამ წლამდე ვადით. ცვლილებათა პაკეტს იურიდიულმა კომიტეტმა მეორე მოსმენით მხარი დაუჭირა.