რატი იონათამიშვილი ლგბტ პროპაგანდის წინააღმდეგ რადიკალური ოპოზიციის ბოიკოტზე: ამ ცარიელ სკამებში ისინი სინამდვილეში ხელფასებს იღებენ და ამით საკუთარ ამორალურობას აჩვენებენ საზოგადოებას

რატი იონათამიშვილი

ამ ცარიელ სკამებში ისინი სინამდვილეში ხელფასებს იღებენ და ამით საკუთარ ამორალურობას აჩვენებენ საზოგადოებას, - ამის შესახებ ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე, საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა რატი იონათამიშვილმა ლგბტ პროპაგანდის წინააღმდეგ რადიკალური ოპოზიციის ბოიკოტზე საუბრისას „იმედის კვირას“ განუცხადა.

მისივე თქმით, პოზიციის არ დაფიქსირება ამ საკითხთან დაკავშირებით კიდევ უფრო მეტად აჩვენებს იმას, რომ ოპოზიცია არის შეშინებული.

„ამ ცარიელ სკამებში ისინი სინამდვილეში ხელფასებს იღებენ და ამით საკუთარ ამორალურობას აჩვენებენ საზოგადოებას, რომ აზრის დაფიქსირებას, გახმოვანებას გაურბიან, იმალებიან ბუჩქებში, ეფარებიან ცარიელ სკამებს, მაგრამ ამ შეშინებული პოზისთვის მათ ხელფასის აღებაზე უარის თქმა არ შეუძლიათ.

პოზიციის არ დაფიქსირება ამ საკითხთან დაკავშირებით კიდევ უფრო მეტად აჩვენებს იმას, რომ ოპოზიცია არის შეშინებული“, - აღნიშნა მან.