რატი იონათამიშვილი: გარე აქტორები ძალიან უხეშად ერევიან ქვეყნის შიდა საქმეებში. ერთია, რომ მათ არაფერი გამოსდით, მაგრამ მეორეს მხრივ, უკვე სასოწარკვეთილებას დაემსგავსა მათი ეს ანტიქართული განცხადებები

რატი იონათამაშვილი

პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ რატი იონათამიშვილმა ჟიგიმანტას პავილიონისის და მარკო მიხელსონის განცხადებებთან დაკავშირებით ისაუბრა, რომლებმაც პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილთან დაკავშირებით კრიტიკულად ისაუბრეს.

„ვხედავთ, რომ გარე აქტორები ძალიან უხეშად ერევიან ქვეყნის შიდა საქმეებში. ერთია, რომ მათ არაფერი გამოსდით, მხოლოდ საკუთარ თავებს აზიანებენ, მაგრამ მეორეს მხრივ, ვხედავთ, რომ უკვე სასოწარკვეთილებას დაემსგავსა მათი ეს ანტიქართული და ანტიეროვნული და საქართველოს მიმართ ზიზღით სავსე განცხადებები. მე ვურჩევდი მათ, რომ თავი შეიკავონ ამ ყველაფრისგან, ვინაიდან ცხადია, ვერაფერს მიაღწევენ გარდა იმისა, რომ ჩვენს საზოგადოებას ექნება მტკიცე და ერთიანი, მათთვის არასასურველი პასუხი“, - აღნიშნა იონათამიშვილმა.