რატი იონათამიშვილი: ევრობიუროკრატიაში კრიზისია, რაც სერიოზული სიგნალია ევროპული ინსტიტუტებისთვის, რომლებიც, სამწუხაროდ, არაკვალიფიციური ბიუროკრატების ხელშია

რატი იონათამიშვილი

ვხედავთ, ევრობიუროკრატები ოფიციალურ ვაშინგტონს და ამერიკის შეერთებულ შტატებს უპირისპირდებიან, კონკრეტულად, პრეზიდენტს და იმ იდეას, რომლის საფუძველზეც დონალდ ტრამპს ამერიკულმა საზოგადოებამ მხარი დაუჭირა და ამ ქვეყნის პრეზიდენტი მეორედ გახდა, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ, რატი იონათამიშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, ამ ფონზე მათი საუბრები ერთადერთზე მიანიშნებს – დღეს როგორ კრიზისშია ევრობიუროკრატია, განსაკუთრებით, დიპლომატიის თვალსაზრისით.

„ამას თუ დავამატებთ, რომ, ფაქტობრივად, იგივე კალასი არც უფიქრდება და არც არაფრად აგებს აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ხელმძღვანელს, კიდევ ერთხელ ვხედავთ იმ კრიზისს, რომელიც ევრობიუროკრატიაშია. ეს სერიოზული სიგნალია თვითონ ევროპული ინსტიტუტებისთვის, რომლებიც, სამწუხაროდ, ასეთი არაკვალიფიციური, არაკომპეტენტური ბიუროკრატების ქვეშ არის, რომლებსაც ევროპის ინტერესები საერთოდ არ აინტერესებთ“, – განაცხადა იონათამიშვილმა.