რატი იონათამიშვილი: ბრიუსელი უნდა დაუბრუნდეს ფუნდამენტურ ევროპულ ღირებულებებს, რაც პირველ რიგში არის კანონის უზენაესობა და სამართლიანი მიდგომები

რატი იონათამიშვილი

ბრიუსელი უნდა დაუბრუნდეს ფუნდამენტურ ევროპულ ღირებულებებს, რაც პირველ რიგში არის კანონის უზენაესობა და სამართლიანი მიდგომები, - განაცხადა ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე რატი იონათამიშვილმა.

მისივე თქმით, საქართველოსთან მიმართებაში განსაკუთრებით გამოჩნდა ის ღირებულებითი დეკადანსი, რომელიც ევროპულ ბიუროკრატიას გააჩნია.

„ეს ყველაფერი სინამდვილეში საფრთხეს უქმნის თვითონ ევროკავშირსაც. დარწმუნებული ვარ, რომ ღირებულებებისკენ შემობრუნება მოხდება და ამის ნიშნები ცალკეულ ქვეყნებში ნამდვილად შეინიშნება. ბოლო მაგალითი იყო ჩეხეთში განხორციელებული საარჩევნო შედეგები. ჩვენ განვაგრძობთ იმ გზას, რომელიც ჩვენი ქვეყნისთვის მნიშვნელოვნად მიგვაჩნია“, - აღნიშნა რატი იონათამიშვილმა.

საქართველო ევროკავშირში ინტეგრაციისთვის ასოცირების ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულებას განაგრძობს. ხელისუფლება რჩება საგარეო კურსის ერთგული.