„სიტყვები უძლურია, უფალს ებარებოდეს ლადოს სული...“ - ვრცელდება სამწუხარო ინფორმაცია
1759607494
რასა იუკნევიჩიენე და ჟიგიმანტასები არ არის ჩვენთვის ევროპა და დასავლეთი. ესენი არიან აგენტები. ცრუ ნარატივებზე აწყობილი, უსტანდარტო განცხადებები თუ რეზოლუციები გაფერმკრთალდა ჩვენი ქვეყნისთვის და საზოგადოებისთვის, - განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა ირაკლი კირცხალიამ.
"პარტნიორობას ცოტა სხვა ფასეულობებზე და ღირებულებებზე აწყობილ ურთიერთობას ვეძახით. პარტნიორობა გვესმის, როდესაც ქვეყნებს შორის გათვალისწინებულია ორივე მხარის ინტერესი, როდესაც ორივე მხარე პატივს სცემს ერთმანეთის ღირებულებებს, სუვერენიტეტს, ისტორიას. ძალიან სამწუხაროა, რომ იმ რამდენიმე სახელით და გვარით, პოლიტიკური გაერთიანების სახელით ვსაუბრობთ, რომ ესენი არიან თურმე დასავლეთი. ესენი არ არიან ჩვენი ქვეყნისთვის და საზოგადოებისთვის დასავლეთი.
რასა იუკნევიჩიენე და ჟიგიმანტასები არ არის ჩვენთვის ევროპა და დასავლეთი. ესენი არიან აგენტები. ცრუ ნარატივებზე აწყობილი, უსტანდარტო განცხადებები თუ რეზოლუციები გაფერმკრთალდა ჩვენი ქვეყნისთვის და საზოგადოებისთვის. ჩვენ მზად ვართ რეალური პარტნიორობისთვის. დღეს ამას ვერ ვხედავთ", - აღნიშნა კირცხალიამ.