1 დეკემბრიდან მძღოლებისთვის ახალი წესები ამოქმედდება
1732391558
„პატრიოტთა ალიანსის“ ლიდერები რამდენიმე დღეა მოსკოვში იმყოფებიან და შეხვედრებს მართავენ. პარტიის წევრების მსგავს საქციელს საზოგადოების მხრიდან დიდი გამოხმაურება მოჰყვა.
პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, „პატრიოტთა ალიანსის“ მოსკოვში ვიზიტი საინტერესო არ არის და საერთოდ, უადგილოა.
„ვფიქრობ, არ არის საინტერესო და საერთოდ, უადგილოა. მე ვფიქრობ, რომ ამ თემაზე ზედმეტი კომენტარის გაკეთება ჩემი მხრიდან არასწორი იქნება“,- განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.
„პატრიოტთა ალიანსის“ რუსეთში გამგზავრების შესახებ ინფორმაცია 6 აპრილს გავრცელდა.