გამოვლინდა ასაკი, რომლის შემდეგაც დაბერება საგრძნობლად ჩქარდება - მეცნიერების უახლესი დასკვნა
1779135073
„კითხვა ჩნდება საქართველოში ევროსტრუქტურების წარმომადგენელთა მიმართაც - რამდენად მოდის ევროპულ ღირებულებებთან თანხვედრაში, როდესაც თავისთავად საეჭვო რეპუტაციის ევროპარლამენტარები ევროპის სახელით, დასანქცირების მუქარით ცდილობენ მედიის დაშინებას და საკუთარი კონტროლის ქვეშ დაქვემდებარებას," - ამის შესახებ საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს თავმჯდომარემ, ვასილ მაღლაფერიძემ ბრიფინგზე განაცხადა.
ვინ ითხოვს დამოუკიდებელი მედიის საქნცირებას ევროკავშირში? ევროპარლამენტარების - მარიუშ კამინსკისა და მალგოჟეტა გოშევსკას შესახებ დეტალური ინფორმაცია საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს თავმჯდომარემ გაასაჯაროვა.
ვასილ მაღლაფერიძის მიერ მოპოვებული ინფორმაციით ირკვევა, რომ კამინსკის მიმართ პოლონეთში დღესაც მიმდინარეობს სისხლის სამართლის საქმეები, დეპუტატს ევროპარლამენტმა იმუნიტეტი ერთხელ უკვე მოუხსნა, ახლა კი დღის წესრიგში მისი მეორედ გაუქმებაა. ის ორჯერ უკვე იყო დაპატიმრებული, დღეს კი მას ვარშავის საგამოძიებო უწყებები ჟურნალისტების, პოლიტიკოსებისა და პროკურორების ფარულად ჩაწერას და დისკრედიტაციას ედავება. სისხლის სამართლის საქმეა აღძრული მალგოჟეტა გოშევსკას მიმართაც, რომელსაც სახელმწიფო ბიუჯეტიდან თანხის არასათანადო გამოყენებასა და ძალაუფლების გადამეტებას ედავებიან.
"მოგეხსენებათ, რომ რამდენიმე დღის წინ ევროპარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტმა, ევროპარლამენტარ რასა იუკნევიჩიანეს მიერ საქართველოს შესახებ წარდგენილი ანგარიში მიიღო და სხვა საკითხებთან ერთად მოითხოვა "იმედის", "რუსთავი 2"-ისა და "პოსტივის" დასანქცირება. გარდა ამისა, ევროპარლამენტარებმა მარიუშ კამინსკიმ და მალგოჟეტა გოშევსკამ, დამატებით, აღნიშნულ დოკუმენტში შესატანი შესწორება დაარეგისტრირეს და სანქცირებულთა სიაში საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი პირების შეყვანაც მოითხოვეს.
ამ ფაქტმა, რასაკვირველია, გაახარა საქართველოში მოქმედი ის პოლიტაქტივისტები, რომლებიც საზოგადოებას არწმუნებენ, რომ ევროპარლამენტარების მიერ გამოთქმული თითოეული ბრალდება მოწიწებით უნდა მივიღოთ და დავეთანხმოთ და ყველა ბრძანება დაუყოვნებლივ უნდა შესრულდეს.
კითხვა ჩნდება საქართველოში ევროსტრუქტურების წარმომადგენელთა მიმართაც - რამდენად მოდის ევროპულ ღირებულებებთან თანხვედრაში, როდესაც თავისთავად საეჭვო რეპუტაციის ევროპარლამენტარები ევროპის სახელით, დასანქცირების მუქარით ცდილობენ მედიის დაშინებას და საკუთარი კონტროლის ქვეშ დაქვემდებარებას," - აცხადებს ვასილ მაღლაფერიძე.