თბილისში, ცესკოს წინასწარი შედეგები ცნობილია
1759597580
"დღეს ჩვენ ვერ წავაგებთ, დღეს ჩვენ აუცილებლად უნდა მოვიგოთ, დღეს უნდა გავიმარჯვოთ", - ამ სიტყვებით, ორგანიზაცია "რუსთაველის გამზირის" ლიდერმა პაატა ბურჭულაძემ, საპროტესტო აქციაზე შეკრებილ საზოგადოებას მიმართა.
ბურჭულაძის თქმით, ხელისუფლება ქართველ ხალხს ეკუთვნის.
"მოგესალმებით გულანთებულო ქართველებო. ჩვენ დღეს გვაქვს ისტორიული შანსი და ალბათ ბოლო შანსი, რომ დავიბრუნოთ ჩვენი ქვეყანა. დღეს ისეთ დღეში ჩააგდო ბიძინა ივანიშვილმა ჩვენი ქვეყანა, რომ ის გადასარჩენია. მიხარია, რომ ამდენი გულანთებული ადამიანი შევიკრიბეთ ერთად და ჩვენ ერთად დღეს უნდა გადავწყვიტოთ ამ ქვეყნის ბედი.
არავითარი ხვალ, მე არ ვარ აქ და ჩვენ არ ვართ აქ მოსული, რომ რაღაც შეტაკებები მოხდეს, მაგრამ დღეს ჩვენ ვერ წავაგებთ, დღეს ჩვენ აუცილებლად უნდა მოვიგოთ, დღეს ისეთი დღეა, უნდა გავიმარჯვოთ.
სხვა გზა საქართველოს მოქალაქეებს არ აქვთ, არ გვაქვს, ამიტომ დღეს არ არის აქცია, დღეს არის პირველად საქართველოს ისტორიაში ეროვნული კრება, სადაც ესწრება მთელი საქართველო. ამ ეროვნულ კრებას სჭირდება დეკლარაცია, რომელიც ხელში მიჭირავს. მე ამას წაგიკითხავთ და თუ თქვენ ამას ხმას მისცემთ ეს იმას ნიშნავს, რომ ამ წუთიდან ხელისუფლება გეკუთვნის ჩვენ და არა ბიძინა ივანიშვილს", - განაცხადა პაატა ბურჭულაძემ.
მან შეკრებილებს დეკლარაცია წარუდგინა.
"4 ოქტომბრის ეროვნული კრების დეკლარაცია!
ჩვენ - საქართველო მოქალაქეები, შეკრებილნი ეროვნულ კრებაზე ვაცხადებთ: ჩვენი სამშობლო აღმოჩნდა მიტაცებული, ე.წ. ხელისუფლებამ დაკარგა ხალხის ნდობა, სახელმწიფო ინსტიტუტები აღარ ასახავს ქართველი ხალხის ნებას. საქართველოს კონსტიტუცია ამბობს, სახელმწიფოს ხელისუფლების წყარო არის ქართველი ხალხი, დღეს ხალხი იბრუნებს საკუთარ ძალაუფლებას უკან უზურპატორისგან, რათა დაიცვას მშვიდობა, უსაფრთხოება და ეროვნული ინტერესები. ბიძინა ივანიშვილის არაფორმალურმა მმართველობამ შექმნა რეალური საფრთხე საქართველოს სუვერენიტეტისათვის და თითოეული მოქალაქისათვის.
ყოველივე ზემოთ თქმულისგან გამომდინარე, კენჭისყრაზე ვაყენებთ შემდეგ საკითხს.
1. ეროვნული კრება აცხადებს - ძალაუფლება მთლიანად ეკუთვნის ქართველ ხალხს.
2. ეროვნული კრება აცხადებს, რომ ე.წ. ხელისუფლებას, 26 ოქტომბრის გაყალბებული არჩევნების და საერთაშორისო არაღიარების შემდეგ, კონსტიტუციურად დაკარგული აქვს ლეგიტიმაცია, ამიტომ მისი ძალაუფლება შეწყვეტილია.
3. ეროვნული კრება აცხადებს მშვიდობიან, გარდამავალ პერიოდს, რომელიც უზრუნველყოფს ძალაუფლების მშვიდობიან, საკუთარ ხელში აღებას, დემოკრატიული ინსტიტუტების გათავისუფლებას, ევროკავშირთან გაწევრიანებისთვის დიალოგის მყისიერად აღდგენას, ქვეყნის უსაფრთხოების და მშვიდობიანობის დაცვას", - განაცხადა პაატა ბურჭულაძემ.