"რადიკალური ჯგუფები სწორედ იმიტომ უპირისპირდებოდნენ პოლიციას, რომ აქციის დაშლის დროს ყოფილიყო მაქსიმალური დაძაბულობა, მაქსიმალურად ბევრი დაშავებული" - ვლადიმერ ბოჟაძე

ვლადიმერ

 ხელისუფლების ძალადობრივი გზით დამხობის საქმეზე სუს-ის გუშინდელ განცხადებას  პოლიტიკოსები კიდევ ერთხელ ეხმაურებიან. უმრავლესობა მათი ოპონენტების მიერ წინასწარ გაწერილ სცენარზე საუბრობს, რომლის მიზანიც ქვეყანაში არეულობაა და საზოგადოებას სიფხიზლისკენ მოუწოდებენ.

როგორც პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე, ვლადიმერ ბოჟაძე ამბობს, რადიკალური ჯგუფებს ქვეყანაში დაძაბულობის შემოტანის სურვილი აქვთ.

"რადიკალური ჯგუფები სწორედ იმიტომ უპირისპირდებოდნენ პოლიციას, რომ აქციის დაშლის დროს ყოფილიყო მაქსიმალური დაძაბულობა, ყოფილიყო მაქსიმალურად ბევრი დაშავებული და რა თქმა უნდა, სურვილი, მაქსიმალურად ბევრი დასისხლიანებული, დასახიჩრებული ადამიანი და შეიძლება მსხვერპლიც კი ენახათ. მინდა საზოგადოებას ვთხოვო, რომ გააპროტესტონ ის, რაც გაუხარდებათ, მაგრამ გააპროტესტონ მშვიდობიანად, დარჩნენ კონსტიტუციის და კანონმდებლობის ფარგლებში, სწორედ იმიტომ, რომ რადიკალურ ჯგუფებს, ჩვენს ქვეყანაში არეულობის და დესტაბილიზაციის მსურველ პოლიტიკოსებს და პოლიტიკურ პარტიებს არ მიეცეთ ამ სცენარის განხორციელების საშუალება," - აცხადებს ვლადიმერ ბოჟაძე.