ზოდიაქოს 5 ნიშანს ნოემბერი სიურპრიზებს ჰპირდება
1730754210
უკრაინის შესახებ რეზოლუციას წარადგენს ფრაქცია „ლელო“ პარლამენტში. რეზოლუციის ძირითადი შინაარსი შეეხება რუსეთის ფედერაციის მიერ უკრაინის და საქართველოს სახელმწიფოების წინააღმდეგ განხორციელებულ სამხედრო აგრესიას.
რეზოლუციის პროექტის შესახებ „ლელოს“ დღევანდელ ბრიფინგზე ისაუბრეს, სადაც განაცხადეს, რომ პროექტს პარლამენტში დღეს დაარეგისტრირებენ.
„რეზოლუციის პროექტში ჩვენ, ერთის მხრივ, გავაკეთებთ შეფასებას იმისა, რაც დღეს ხდება უკრაინაში და, მეორეს მხრივ, ჩვენ ძალიან კონკრეტულ დავალებას გავცემთ აღმასრულებელი ხელისუფლებაზე, როგორც იმ ქვეყნის ხელისუფლებამ, რომელსაც აქვს გამოცდილება რუსეთის მიერ ჩადენილი დანაშაულის გამოძიებასთან დაკავშირებით ჩვენ შევქმნათ აქტიური თანამშრომლობის ფორმატები უკრაინასთან და საერთაშორისო შესაბამის ინსტიტუტებთან იმისთვის, რომ გამოძიებული და დასჯილი იქნას რუსეთის დანაშაული უკრაინაში,“ - განაცხადა სალომე სამადაშვილმა.
რაც შეეხება მოლოდინებს, „ლელოში“ იმედოვნებენ, რომ მათ რეზოლუციას მრავალპარტიული მხარდაჭერა ექნება.
ოპოზიციონერი დეპუტატები აცხადებენ, რომ მნიშვნელოვანია ის გზავნილები, რომელიც ჩაწერილია პროექტში, თუმცა უკვე მეტ დეტალს გაარკვევენ, როდესაც უკვე გაეცნობიან რეზოლუციის შინაარსს და გადაწყვეტილებასაც მოგვიანებით მიიღებენ.
რაც შეეხება მმართველ გუნდს, "ქართულ ოცნებაში" აცხადებენ, რომ ისინი მიერთებული არიან ყველა პლატფორმაზე შექმნილ დეკლარაციებს და რეზოლუციის პროექტებს, შესაბამისად, "ლელოს" რეზოლუციასთან დაკავშირებით გადაწვეტილებას უფრო დეტალურად მას შემდეგ მიიღებენ, როდესაც ისინი გაეცნობიან რეზოლუციის შინაარსს.
„როცა ვნახავთ და გავეცნობით მერე შემიძლია გაგაცნოთ ჩემი პოზიცია. საქართველომ თავისი პოზიცია გამოხატა ამასთან დაკავშირებით და იმ ნაბიჯებს შეუერთდა, სადაც დგანან ჩვენი სტრატეგიული პარტნიორები,“ - განაცხადა მაკა ბოჭორიშვილმა.