„ერთმანეთთან მეგობრობდნენ, არ ვიცი, ასე როგორ გაიმეტა...“ - სასტიკი მკვლელობის ახალი დეტალები
1755117708
უკრაინას რუსეთთან ომის შემდეგ აღდგენის გეგმა დასჭირდება, როგორიც აშშ-მა ევროპას მეორე მსოფლიო ომის შემდეგ შესთავაზა, - ამის შესახებ ბიუჯეტის საკითხებში ევროკომისარმა, იოჰანეს ჰანმა განაცხადა. ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.
„ვფიქრობ, ის, რაც უკრაინისთვის საბოლოო ჯამში გვჭირდება, მარშალის გეგმის განახლებული მოდელია“, - აღნიშნა ევროკომისარმა.
იოჰანეს ჰანის თქმით, აღნიშნული გეგმა უკრაინას სწრაფად აღდგენაში დაეხმარება და უკრაინის ევროკავშირთან უფრო სწრაფ დაახლოებას დაეხმარება.