1737433647
"რა თქმა უნდა, ჩვენ ვაცხადებთ და ვიზიარებთ იმას, რომ კაცი არის კაცი, ქალი არის ქალი, დედა არის დედა და მამა არის მამა" - გიორგი კაპანაძე
მმართველი გუნდის მსგავსად, დონალდ ტრამპის ადმინისტრაციის იმედი აქვს ოპოზიციასაც - მანამდე გაკეთებული არაერთი წინააღმდეგობრივი განცხადების მიუხედავად, ხელისუფლების ოპონენეტები ახლა ამბობენ, რომ ისინი სრულად იზიარებენ ამერიკის ახალი პრეზინდეტის მოსაზრებას მხოლოდ ორი სქესის არსებობის შესახებ.
“რა თქმა უნდა, ჩვენ ვაცხადებთ და ვიზიარებთ იმას, რომ კაცი არის კაცი, ქალი არის ქალი, დედა არის დედა და მამა არის მამა. რა თქმა უნდა, ეს ასეა და ეს არ შეიცვლება. ჩვენ ყოველთვის, როგორც ამ პრინციპებისა და ღირებულებების ერთგული პოლიტიკური პარტია, ყოველთვის ამას ვაცხადებდით და ვამბობდით. ამიტომ, მგონია, რომ ტრამპის მხარდაჭერა ჩვენი ხალხისა და ქვეყნის მიმართ კიდევ უფრო მეტად გაიზრდება და საბოლოო ჯამში სწორედ ტრამპის ადმინისტრაცია დაეხმარება ჩვენს ხალხს იმაში, რომ მიაღწიოს გამარჯვებას", - აცხადებს პარტიის "ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის" პოლიტიკური საბჭოს წევრი გიორგი კაპანაძე.