პირველი დეკემბრიდან ახალი წესები ამოქმედდება - გაფრთხილება მძღოლებს
1732309879
პუტინი ემზადება სამხრეთ ოსეთის ანექსიისთვის, ის აუცილებლად გააკეთებს ამას, ამიტომ ხალხმა თუ ხმა არ ამოიღო არაფერი არ გამოგვივა, - ამის შესახებ ყოფილმა პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა სასამართლო პროცესზე განაცხადა.
მისივე თქმით, რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში ომის შანსი დაკარგა.
„მგონია, რომ უკრაინაში ომის საშუალება პუტინმა უკვე დაკარგა, მაგრამ ის ემზადება პროვოკაციებისთვის დონეცკის და ლუგანსკის ასაღიარებლად, მაგრამ, ამავე დროს, ის ემზადება ე.წ. სამხრეთ ოსეთის, ცხინვალის რეგიონის ანექსიისთვის. ის, რომ აქაური ხელისუფლება დამალულია, ბოდიში და, სულ ფეხებზე ჰკიდია პუტინს, ის აუცილებლად გააკეთებს ამას. ჩვენი დამხმარე არავინ იქნება, ეს იქნება ივანიშვილისა და პუტინის ერთობლივი თამაში, ჩვენი ტერიტორიების ანექსიის, ხალხმა თუ არ ამოიღო ხმა, ჩვენ არ გვექნება სხვა არანაირი გამოსავალი,"- განაცხადა სააკაშვილმა.