რა მოხდა ხვიჩა კვარაცხელიას შემთხვევაში? - ლიგა შეიცვალა, ლიგა! გადავიდა ევროპულ გუნდში და დონე შეიცვალა - გუბაზ სანიკიძე

გუბაზი ხვიჩაძე

რა მოხდა ხვიჩა კვარაცხელიასთან დაკავშირებით? ლიგა შეიცვალა, ლიგა! რუსეთის ლიგიდან უნდა გადავიდეთ ევროპის ლიგაში. ფაქტობრივად, გზამკვლევია ხვიჩა ჩვენთვის, – ამის შესახებ პოლიტიკოსმა გუბაზ სანიკიძემ განაცხადა.

მისივე თქმით, ქართველები ხვიჩა კვარაცხელიას გაკვალულ გზას უნდა გავყვეთ.

„ყველა აღფრთოვანებულები ვართ ხვიჩა კვარაცხელიათი, მაგრამ დავუკვირდეთ ერთ რამეს, რუბინში თამაშობდა. რამდენად ცნობილი იყო ძვირფასო ქართველებო, იქნებოდა ამ რუსეთის ლიგაში და იქნებოდა. გადავიდა ევროპულ გუნდში და დონე შეიცვალა. მგონია, ერთადერთი საკითხი, რაშიც ქართველები ვთანხმდებით, ეს არის ხვიჩა კვარაცხელია. რა მოხდა ხვიჩა კვარაცხელიასთან დაკავშირებით? ლიგა შეიცვალა, ლიგა! რუსეთის ლიგიდან უნდა გადავიდეთ ევროპის ლიგაში. ფაქტობრივად, გზამკვლევია ხვიჩა ჩვენთვის. ამ ბიჭმა გზა გაგვიკვალა და ჩვენც მის ნაკვალევს უნდა გავყვეთ”, – აცხადებს გუბაზ სანიკიძე.