1 დეკემბრიდან მძღოლებისთვის ახალი წესები ამოქმედდება
1732391558
უმრავლესობის წევრი ირაკლი ზარქუა "ნაციონალურ მოძრაობაში" მიმდინარე მოვლენების შესახებ საუბრობს - მისი თქმით, პარტია "იმ დონემდე დაეცა", რომ ოპოზიციური პარტიის თავმჯდომარის პოსტზე ხაბეიშვილი, მუმლაძე და ჩალაძე იყრიან კენჭს.
„მთავარი ოპოზიციური პარტიის თავმჯდომარის პოსტზე კენჭს იყრის ხაბე, მუმლაძე და ჩალაძე. ამას ხომ ახლა ჩალის ფასი აქვს. ამას გააკეთებს, ხაბეს ვიცნობ, ჩემი ძველი მეგობარია. ეს ხომ მარაზმია, რა დონემდე დაეცა პარტია რომ ხაბე და ჩალაძე იბრძვიან, კონკურენტები არიან. სხვათა შორის, მე ბატონ რომან გოცირიძეს ვისურვებ, ყველაზე აკადემიური, გამოცდილი კაცია და ადეკვატური, მე მხარს ვუჭერ მას, ეს რა თქმა უნდა, ხუმრობით. რაც უნდათ ის უქნიათ, ეს მათი შიდა სამზარეულოა, მაგრამ მთავარი ოპოზიციური პარტიის თავმჯდომარედ რომ განიხილება ხაბე და ჩალაძე, იქ უკვე დამთავრებულია მათი ამბავი.
იქ რეალურად რა ხდება, ესენი ხომ ჭანჭიკები არიან, იქ მთავარია კეზერაშვილი, ჩვენს გმირ ბიჭებს რომ ფული მოპარა, წაგებული ომის მილიარდერი რომ გახდა შემდეგ, ამ ადამიანის ფულია, ცალკეულ ტელევიზიებსაც აფინანსებს და "ნაციონალურ მოძრაობასაც", გავლენებისთვის და ფინანსური შესაძლებლობისთვის მიდის კლანებს შორის დაპირისპირება "ნაცმოძრაობაში"“ - განაცხადა ირაკლი ზარქუამ.