ცნობილია, 2025 წლის 4 მთავარი ფავორიტი ზოდიაქოს ნიშანი
1731702760
„ნაციონალურ მოძრაობაში“ პარტიის თავმჯდომარის არჩევნებისთვის აქტიური მუშაობა მიმდინარეობს. ახლანდელი თავმჯდომარესთან, ნიკა მელიასთან პარტიას კითხვები აქვს. თავმჯდომარის ერთ-ერთ კანდიდატად ლევან ხაბეიშვილი მოიაზრება, როგორც დავით კეზერაშვილთან დაახლოებული პირი, თუმცა თავად ამ ფაქტს უარყოფს, მაგრამ არ უარყოფს, რომ დავით კეზერაშვილი ნაციონალური მოძრაობის ანტიკორუფციულ ბიუროს აფინანსებს.
„დავით კეზერაშვილი არის ჩვენი [„ნაციონალური მოძრაობის“ ანტიკორუფციული ბიუროს] პარტნიორი, ის გვეხმარება ტექნიკურ და ლოგისტიკურ საკითხებში, რაც არის ძალიან მნიშვნელოვანი. ის არის ჩვენი დამხმარე. გვეხმარება იმიტომ, რომ ვიყოთ ქმედითი და კორუფციული მიმართულებით ვამხილოთ „ქართული ოცნების“ ოლიგარქები“. - თქვა „ნაციონალური მოძრაობის“ ანტიკორუფციული ბიუროს ხელმძღვანელმა, ლევან ხაბეიშვილმა, გადაცემაში „პოლიტიკური ამბები“.