ქვეყნის რეპუტაციისთვის ყველაფერი უნდა გაკეთდეს, რათა უზრუნველყოფილი იყოს ჯანმრთელობის ის პირობები, რომლებიც ყოფილ პრეზიდენტსა და ქვეყანას ეკადრება - სალომე ზურაბიშვილი

პრეზიდენტი

„მიმაჩნია, რომ დღეს ქვეყნისთვის, ქვეყნის რეპუტაციისთვის ყველაფერი უნდა გაკეთდეს, რათა უზრუნველყოფილი იყოს ჯანმრთელობის ის პირობები, რომლებიც ყოფილ პრეზიდენტსა და ქვეყანას ეკადრება",- ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ყოფილ პრეზიდენტთან, მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით განაცხადა. 

"რაც შეეხება მის გადაყვანას საზღვარგარეთ სამკურნალოდ, მე ამას ვერ შევაფასებ. როგორც ამ ქვეყნის პრეზიდენტი, ვიდრე ეს არ არის დადასტურებული, ვერ ვიტყვი, რომ ამ ქვეყანაში არ არსებობს ის სამედიცინო პოტენციალი, რომელიც ამას უზრუნველყოფს. თუ ვინმე ამას დაადასტურებს და იქნება უეჭვოდ, მაშინ უნდა იყოს მიღებული გადაწყვეტილება. მაგრამ ჩემთვის დღეს ასეთი მდგომარეობა და მოცემულობა არ არსებობს“, - განაცხადა ზურაბიშვილმა.