აშშ-ის ატლანტიკურმა საბჭომ უკრაინელი მომღერალი, ჯამალა დააჯილდოვა

jamala

უკრაინელმა მომღერალმა, ჯამალამ აშშ-ს ატლანტიკური საბჭოსგან ჯილდო მიიღო, - ინფორმაციას სოციალურ ქსელში თავად მომღერალი ავრცელებს.

"პრემია მივიღე ყველა უკრაინელი არტისტის სახელით, ვინც ხმას იყენებს უკრაინაში რუსეთის მიერ ჩადენილი დანაშაულების შესახებ. ეს არის ჩვენი საერთო ბრძოლა და საერთო პატარა გამარჯვებები", - წერს მომღერალი.

ჯამალა უკრაინაში რუსეთის შეჭრისას ქვეყნის კულტურისა და იდენტობის დაცვისთვის დაჯილდოვდა.