პირველი დეკემბრიდან ახალი წესები ამოქმედდება - გაფრთხილება მძღოლებს
1732309879
რამდენიმე დღის პოლიტიკის ექსპერტმა ვახტანგ ძაბირაძემ „პრაიმტაიმს“ მიწოდა ინფორმაცია, რომ „ქართული ოცნებიდან“ წამოსული დეპუტატები: დიმიტრი ხუნდაძე, მიხეილ ყაველაშვილი და სოზარ სუბარი ახალ პარტიას ქმნიან.
როგორც ექსპერტმა გვითხრა, მმართველი გუნდის ყოფილი წევრები პარტიის შექმნითა და თანამოაზრეების მოზიდვით პოლიტიკურ ასპარეზზე თავის დამკვიდრებას მეტად შეეცდებიან.
„პრაიმტაიმმა“ აღნიშნული ინფორმაცია „ოცნებიდან“ წამოსულ წევრთან, დიმიტრი ხუნდაძესთან გადაამოწმა. როგორც მან გვითხრა, ამ ეტაპზე ახალი პარტიის შექმნა მათ გეგმებში არ არ შედის.
„ახალ პარტიას ნამდვილად არ ვქმნით. პარტიის შექმნა ჩვენს გეგმები რომ ყოფილიყო, ამას ვიტყოდით. არც იმას ვაპირებთ, რომ „ქართული ოცნების“ პარტიაში კვლავ დავბრუნდეთ“, - გვითხრა ხუნდაძემ.
ცნობისთვის, „ქართული ოცნება“ მმართველი გუნდის წევრებმა ცოტა ხნის წინ მეტი თავისუფლების მოპოვების მოტივით დატოვეს.
ხუნდაძის თქმით, უმრავლესობიდან წასულ დეპუტატებს მმართველ პარტიასთან აზრთა სხვადასხვაობა მხოლოდ იმ საკითხთან დაკავშირებით აქვთ, თუ რა დოზის ინფორმაცია უნდა მიეწოდებოდეს მათ მხარდამჭერებს მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებთან დაკავშირებით.
„ჩავთვალე საჭიროდ, რომ ამ ეტაპზე ეს გადაწყვეტილება იყო მისაღები, ჩვენ "ქართულ ოცნებასთან", ლიდერებთან, თითოეულ წევრთან არავითარი ღირებულებითი აზრთა სხვადასხვაობა არ გვაქვს, პრაქტიკულად ყველა თემაში ვთანხმდებით, გარდა ერთისა, ვერ ვთანხმდებით იმაზე, რა დოზით უნდა მიეწოდოს საზოგადოებას სიმართლე და ინფორმირებული უნდა იყოს მეტად თუ არა. რა თქმა უნდა, საზოგადოებამ უნდა იცოდეს მეტი, დღეს მათი როლი არის ძალიან მნიშვნელოვანი ამ რეალობაში“ - ასე განმარტა პარტიის დატოვების შემდეგ საკუთარი გადაწყვეტილება დიმიტრი ხუნდაძემ.