პირველი დეკემბრიდან ახალი წესები ამოქმედდება - გაფრთხილება მძღოლებს
1732309879
საქართველოს პარლამენტის დეპუტატი დიმიტრი ხუნდაძე, რომელმაც ქართული ოცნება და საპარლამენტო თანამდებობა დატოვა, მედიასთან პირველ კომენტარს აკეთებს.
მისი თქმით, უმრავლესობიდან წასულ დეპუტატებს მმართველ პარტიასთან აზრთა სხვადასხვაობა მხოლოდ იმ საკითხთან დაკავშირებით აქვთ, თუ რა დოზის ინფორმაცია უნდა მიეწოდებოდეს მათ მხარდამჭერებს მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებთან დაკავშირებით.
„ჩავთვალე საჭიროდ, რომ ამ ეტაპზე ეს გადაწყვეტილება იყო მისაღები, ჩვენ "ქართულ ოცნებასთან", ლიდერებთან, თითოეულ წევრთან არავითარი ღირებულებითი აზრთა სხვადასხვაობა არ გვაქვს, პრაქტიკულად ყველა თემაში ვთანხმდებით, გარდა ერთისა, ვერ ვთანხმდებით იმაზე, რა დოზით უნდა მიეწოდოს საზოგადოებას სიმართლე და ინფორმირებული უნდა იყოს მეტად თუ არა. რა თქმა უნდა, საზოგადოებამ უნდა იცოდეს მეტი, დღეს მათი როლი არის ძალიან მნიშვნელოვანი ამ რეალობაში.
ამიტომ საკითხები, რომელიც არის საჯარო პოლიტიკის და ზოგჯერ არის საკითხები, რომელიც კულისებში იხილება, მე ვფიქრობ საზოგადოებამ მეტი უნდა იცოდეს, ვიდრე დღეს იცის. ჩვენი მიზანი იქნება შესრულებული, ჩვენ ვიქნებით საზოგადოებასთან ყველაზე ახლოს. ის ინფორმაცია რაც მათ დღეს არ აქვთ, ამ ინფორმაციას ეტაპობრივად მიიღებენ ჩვენგან," - განაცხადა დიმიტრი ხუნდაძემ.