პირველი დეკემბრიდან ახალი წესები ამოქმედდება - გაფრთხილება მძღოლებს
1732309879
ქმედება, რაც ოპოზიციამ ამ პერიოდში 12 რეკომენდაციის შესრულების დროს განახორციელა, არის დესტრუქციული პოზიცია, ფაქტობრივად, ულტიმატუმი იყო მათი მხრიდან, რომ არ მიიღებდნენ სამუშაო ჯგუფებში მონაწილეობას, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ირაკლი ქადაგიშვილმა განაცხადა.
„ჩვენ არანაირი დათმობა არ გვექნება არანაირ ულტიმატუმზე. ჩვენ ამ საკანონმდებლო პროცესს, რომელიც დაწყებული გვაქვს, ბოლომდე მივიყვანთ, რა თქმა უნდა, ოპოზიციის იმ რადიკალურ ნაწილს ექნებათ შესაძლებლობა, რომ თავისი საკანონმდებლო ინიციატივები დააყენონ, ყოველ შემთხვევაში ყველა საკანონმდებლო წინადადება საბოლოო ჯამში უმრავლესობის მეშვეობით მიიღება, გამომდინარე აქედან, კიდევ ერთხელ ვიტყვი, რომ ობსტრუქციას და ულტიმატუმის ენით ლაპარაკს ჯობია, რომ უფრო კონსტრუქციულები იყვნენ“, - განაცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა.