„შეცდომები ყველას მოსდის და ყველას აქვს ცუდი პერიოდები...“ - ელენე ეპიტაშვილის გულახდილი ინტერვიუ
1745524044
ქართველი რადიკალები იმდენად არიან ჩაფლულები „დიფ სთეითის“ ჭაობში და იმდენად ვერ პატიებენ ამერიკელ ხალხს, რომ მათ პრეზიდენტად სწორედ დონალდ ტრამპი აირჩიეს, მზად არიან, ბოლო სიტყვებით ლანძღონ აშშ-ის ხელისუფლება, - განაცხადა საპროცედურო საკითხთა და წესების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ დავით მათიკაშვილმა რადიკალურ ოპოზიციაზე საუბრისას.
მისივე თქმით, მათი ანტიქართული ქცევა ისე მალე გადაიზრდება ანტიამერიკულში, რომ ამ ყველაფერს საზოგადოება საკუთარი თვალით ნახავს.
„მათ უკვე დაიწყეს დონალდ ტრამპის ლანძღვა. თქვეს, თუ როგორ ანტიამერიკულ პოლიტიკას აწარმოებს აშშ-ის პრეზიდენტი. ქართველი რადიკალები იმდენად არიან ჩაფლულები „დიფ სთეითის“ ამ ჭაობში და იმდენად ვერ პატიებენ ამერიკელ ხალხს იმას, რომ მათ პრეზიდენტად სწორედ დონალდ ტრამპი აირჩიეს, რომ ისინი მზად არიან, ბოლო სიტყვებით ლანძღონ აშშ-ის ხელისუფლება“, - განაცხადა მათიკაშვილმა.
აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა: „მე მიყვარს უკრაინა, მაგრამ ზელენსკიმ საშინლად იმუშავა, მისი ქვეყანა განადგურებულია და მილიონობით ადამიანი უაზროდ დაიღუპა და ეს კვლავ გრძელდება.