„20 წუთამდე გრძელდებოდა სეტყვა და ქარი...“ - ძლიერი სტიქია კახეთში
1757579911
ნიკოლოზ ბასილაშვილი უიმბლდონის ძირითად ბადეში ითამაშებს. ბოლოს მან ამის უფლება 2022 წელს მოიპოვა.
ამჯერად ქართველი ჩოგბურთელის მეტოქე არგენტინელი ხუან კარლო ფიცოვიჩი იყო, რომელმაც მატჩი ეფექტურად დაიწყო – პირველი სეტი 6:1 მოიგო. თუმცა ბასილაშვილმა მობილიზება მოახერხა და მომდევნო სამი სეტი დამაჯერებლად ჩაატარა: მეორე – 7:5, მესამე – 6:2, მეოთხე – 6:1.
უიმბლდონის კორტებზე დიდი სლემის გათამაშება 30 ივნისს დაიწყება, ხოლო წილისყრა 27-ში გაიმართება.