„ქართული ოცნების“ შემუშავებელი რეზოლუცია გამაოგნებელია, უკრაინაზე საუბრობდე და მტერს არ ახსენებდე, რანაირი რეზოლუციაა - ალეკო ელისაშვილი

პარტია „მოქალაქეების“ ლიდერი

"ის რეზოლუცია, რომელიც  „ქართულმა ოცნებამ" შეიმუშავა, გამაოგნებელია, უკრაინაზე და მის საფრთხეებზე საუბრობდე და მტერს არ ახსენებდე, რანაირი რეზოლუციაა. აბა, ჭინკები შეესივნენ უკრაინას თუ ჭინკები ემუქრებიან საზღვარზე?", - ასე ეხმაურება "მოქალაქეების" ლიდერი ალეკო ელისაშვილი უკრაინის მხარდამჭერი რეზოლუციის პროექტის ტექსტს, რომელიც "ქართულმა ოცნებამ" წარადგინა.

"უთავმოყვარეობაა და გაუგებარია რუსეთის არ ხსენება, ვისურვებდი ტექსტი იყოს ადეკვატური, რუსეთიც იყოს ნახსენები და რეალობა იყოს აღწერილი და აბსოლუტურად ყველამ დავუჭიროთ მხარი მეგობარ ქვეყანას, რომელიც გასაჭირშია. იმედი მაქვს, დაკორექტირდება ტექსტი, თუ არა, ეს იქნება ძალიან დიდი სირცხვილი თითოეული ჩვენგანის", - განაცხადა ელისაშვილმა.