მივემგზავრები უკრაინაში, რათა დავუდასტურო ჩვენი მხარდაჭერა - მამუკა ხაზარაძე

„ლელოს“ ლიდერი

„ამ კვირას მე მივემგზავრები უკრაინაში ჩემს კოლეგებთან ერთად, ლელო მაქვს მხედველობაში“, - ამის შესახებ ლელოს ლიდერმა მამუკა ხაზარაძემ განაცხადა.

მისი თქმით, ლელოს მიზანია დაუდასტურონ უკრაინელებს საქართველოს მხრიდან მხარდაჭერა.

„ამ კვირას მე მივემგზავრები უკრაინაში ჩემს კოლეგებთან ერთად, ლელო მაქვს მხედველობაში, დაგეგმილია შეხვედრები მაღალი რანგის პოლიტიკოსებთან, რათა დავუდასტურო არა მარტო ჩვენი პარტიის, არამედ ყველა პატრიოტი ქართველის მხარდაჭერა და არ ეგონოთ, რომ საქართველოში არიან პარტიები თუ ადამიანები, რომელთაც არ ესმით ის მდგომარეობა და ის პასუხისმგებლობა, რომელიც უნდა გამოხატო საჭირო დროს და საჭირო ადგილას“,- განაცხადა მამუკა ხაზარაძემ.