დავით საყვარელიძე ჯო ბაიდენს აკრიტიკებს და წერს: "აშშ-ს უფრო მეტად სურს იხილოს ომი უკრაინაში, ვიდრე პუტინს"

davit sayvarelidze

ყოფილი ქართველი მაღალჩინოსანი, მიხეილ სააკაშვილის თანაგუნდელი და ამჟამად უკრაინაში მოღვაწე პოლიტიკოსი დავით საყვარელიძე სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული სტატუსით ჯო ბაიდენს აკრიტიკებს და ვარაუდობს, რომ აშშ-ს უფრო მეტად სურს ომი უკრაინაში, ვიდრე რუსეთს. საყვარელიძე ირწმუნება, რომ ჯო ბაიდენი კრემლს გაურიგდა და ახლა ომის შესაძლო დაწყებაზე გაკეთებული განცხადებებით, ვაშინგტონი პანიკას თესავს. 

"თურქეთს, ნახევარმილიონიანი არმიით, ჩინეთსაც და ინდონეზიასაც აქვს შეტევის შესაძლებლობა! უკრაინის ყველა მხრიდან დაშინების კამპანია გრძელდება! ასეთი ეპიკური მარცხი და ამერიკანიზმის ყველა ღირებულების ჩანაცვლება დიდი ხანია არ მომხდარა.

თავისუფალი სამყაროს ნებისმიერი ლიდერისთვის ბაიდენმა საბედისწერო შეცდომა დაუშვა და გაურიგდა პარანოიდ კრემლს", - მიიჩნევს საყვარელიძე და იქვე წერს: 

"ისეთი შთაბეჭდილება მრჩება, რომ ამერიკელებს ახლა უფრო მეტად სურთ ომი, ვიდრე თავად პუტინს. ახლაც არ მესმის, როგორ გამოიყვანს ბაბუას [ჯო ბაიდენი] ამ პოლიტიკური საფლავიდან მისი ადმინისტრაცია.

მე მსგავსი არაფერი არც მინახავს და არც მსმენია, დაშინებისა და პანიკის გავრცელების მსგავსი სამარცხვინო და სასაცილო კამპანია უკრაინაში მოსალოდნელი ომის შესახებ, რომელსაც ჩვენი მთავარი სტრატეგიული პარტნიორი ამერიკის შეერტბული შტატები და მთავარი მტერი რუსეთი ერთად ხელმძღვანელობენ. ეს უპრეცედენტოა! ასეთი ეპიკური მარცხი და ყველა ამერიკული ღირებულების ძირის გამოთხრა.

ბაიდენმა საბედისწერო შეცდომა დაუშვა, როცა კრემლის პარანოიდულ ბატონთან გარიგება დადო. უფრო მეტიც, აშშ-ის პრეზიდენტი პუტინს დაჰპირდა, რომ ზეწოლას მოახდენს უკრაინაზე და უბიძგებს მინსკი 2-ის შეთანხმების განხორციელებას პუტინის ინტერპრეტაციით, რაც უკრაინას ბოსნიად გარდაქმნის და დაასრულებს უკრაინის დასავლურ/ტრანსატლანტიკურ მომავალს, დაუსვამს წერტილს მის დამოუკიდებლობას, რომელიც ბრძოლით, სისხლითა და ცრემლებითაა მოპოვებული. ეს არის ჩვენი ღალატი და უპირველეს ყოვლისა ამერიკანიზმის.

ახლა ბაიდენი გაჭედილია და გულწრფელად ვამბობ, წარმოდგენა არ მაქვს, როგორ აპირებს მისი ადმინისტრაცია გამოიყვანოს ის ამ პოლიტიკური საფლავიდან. იმის იმედი, რომ რუსეთი მათ აირჩევს ჩინეთის წინააღმდეგ გულუბრყვილოა. თითქმის სულელური! უკიდურესად უკმაყოფილო ვარ იმის გაცნობიერებით, რომ ყოველივე ზემოაღნიშნულის შემდეგ აშშ-ს ადმინისტრაციას სამწუხაროდ უფრო მეტად სურს იხილოს ომი უკრაინაში, ვიდრე თავად პუტინს. რაც მისთვის ამ მომენტისთვის აბსოლუტურად არაპრაგმატულია", - წერს დავით საყვარელიძე.