"ქართული ოცნების" სამგორის რაიონის დელეგატი ვარლამ ლიპარტელიანი ლილოს დასახლების მოსახლეობას შეხვდა

"ქართული ოცნების" სამგორის რაიონის დელეგატი ვარლამ ლიპარტელიანი ლილოს დასახლების მოსახლეობას შეხვდა

"ქართული ოცნების" სამგორის რაიონის დელეგატი ვარლამ ლიპარტელიანი ლილოს დასახლების მოსახლეობას შეხვდა.

შეხვედრაზე საუბარი შეეხო რაიონში არსებულ საჭიროებებს და მათი დაძლევის გზებს, ასევე - მიმდინარე და დასრულებული ინფრასტრუქტურულ პროექტებს. ლილოს მოსახლეობას ვარლამ ლიპარტელიანმა თავისი სპორტული კარიერის და პოლიტიკაშიმოსვლის გადაწყვეტილების მიზეზებზე ესაუბრა და აღნიშნა, რომ თუ აქამდე სპორტში საქმიანობით ემსახურებოდა თავის ქვეყანას, ამიერიდან სახელმწიფო სამსახურში ჩადგომით აპირებს თავისი ქვეყნისა და ხალხის კეთილდღეობაზე ზრუნვას.
 
ამასთან, ლიპარტელიანმა დაათვალიერალილოს დასახლების სპორტული კომპლექსი.

შეხვედრას პარლამენტის სამგორის რაიონისმაჟორიტარი სოზარ სუბარი, პარლამენტისწევრი შოთა ხაბარელი, საკრებულოსმაჟორიტარი რევაზ სოხაძე, სამგორისრაიონის გამგებელი კახა სამხარაძე, ასევე საქართველოს სპორტული მედიცინის ასოციაციის პრეზიდენტი ზურაბ კახაბრიშვილი და სპორტის სამყაროს გამოჩენილი წარმომადგენლები ესწრებოდნენ.