1 დეკემბრიდან მძღოლებისთვის ახალი წესები ამოქმედდება
1732391558
„ოპოზიცია ვერ უძლებს სიმართლის მოსმენას, რომელიც ძალიან მწარეა“, – ამის შესახებ იუსტიციის მინისტრმა რატი ბრეგაძემ პარლამენტში დეპუტატ სალომე სამადაშვილთან კამათის შემდეგ განაცხადა.
„ეს არის ამ ადამიანების ნამდვილი სახე, როდესაც ვერ უძლებენ სიმართლის მოსმენას, რომელიც ძალიან მწარეა მათთვის და ძალიან ბოროტულია, მაგრამ საზოგადოებას უნდა შევახსენოთ. იცით, რა არის ჩვენი შეცდომა? – 2012 წლის შემდეგ რომელიმე პენიტენციურ დაწესებულებაში რომ არ გაიხსნა ბოროტების მუზეუმი, რომ მომავალ თაობებს ენახათ, როგორც „კონცლაგერების“ ნახვაა შესაძლებელი. ეს არის „ქართული ოცნების“ ერთ-ერთი მთავარი შეცდომა და დღეს სწორედ ამიტომ ბედავენ თქმას, რომ ვინმეს აწამებენ. რა არის წამება? – ის, რომ ყველა მისი უფლება არის დაცული?! როდესაც სტრასბურგის სასამართლომ საქმე შეწყვიტა, რადგან არაფერი მანდ არ იყო სანახავი?!. ესაა წამება, თუ 1 500 ვიზიტორი, თუ VIP პალატაში განთავსება არის წამება?! გაიხსენეთ კარგად, როგორ ექცეოდნენ სხვებს და, აბა, თქვას რომელიმე, მისი რომელი უფლებაა დარღვეული?! – ვერაფერს ვერ ამბობთ და გარბიხართ დარბაზიდან. ესაა თქვენი რეალური სახე“, – განაცხადა რატი ბრეგაძემ.