ზოდიაქოს 4 ნიშანს იანვრის ბოლოს გაუმართლებს
1737616287
ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები, რომლებმაც რამდენიმე კვირის წინ, ევროსაბჭოს ინიციატივით მიმართეს, არ დაადასტუროს "ქართული ოცნების" დელეგაციის უფლებამოსილება, აცხადებენ, რომ ამისთვის, მათ კონკრეტული არგუმენტები ჰქონდათ.
ოპოზიციის წარმომადგენლების მხრიდან, ევროსაბჭოს მხრიდან ამ გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში, არა ქვეყნის დაზიანება, არამედ, საქართველოში დემოკრატიის მხარდაჭერა იქნება.
"ევროსაბჭოში არ არის საქართველოს საპარლამენტო დელეგაციის საკითხი, არამედ რეჟიმის არაღიარებული პარლამენტის [საკითხი], რაც რეალობად ძალიან მალე შეიძლება დადგეს, როდესაც აღარ ექნებათ შესაძლებლობა წარმოადგინოს საქართველო, იმიტომ, რომ ისინი დასცილდნენ ევროსაბჭოს ღირებულებებს.
ჩვენი წერილი იყო საკმაოდ ვრცელი და ყველა იმ რეპრესიას და, მათ შორის, ანტიკონსტიტუციურ კანონმდებლობას ასახავდა, რომელიც ამ ქვეყნის ევროპულ მომავალს და, ზოგადად, დემოკრატიის ბედს დიდ საფრთხეს უქმნიდა," - აცხადებს პარტიის "გახარია საქართველოსთვის" წევრი, თეონა აქუბარდია.
"ქართული ოცნება" მუდმივად არღვევს ევროპის საბჭოს მთავარ პრინციპებს და არ ასრულებს ვალდებულებებს, შესაბამისად, "ქართული ოცნება" არის არასანდო პარტნიორი. იმისთვის, რომ ამ ქვეყანაში დაცული იყოს დემოკრატია, გაძლიერდეს არაღიარება ჩვენი პარტნიორების მხრიდან და ჩატარდეს ხელახალი არჩევნები აუცილებელია, მათი მხრიდან დაკავებული იქნეს პრინციპული პოზიცია საქართველოში დემოკრატიის დასაცავად," - ამბობს "ძლიერი საქართველოს" წევრი, ლანა გალდავა.
"ანტისახელმწიფოებრივი და უსამართლო" - ასე აფასებს მმართველი გუნდი ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში ქართული დელეგაციისთვის უფლებამოსილების შესაძლო შეჩერებას. ამ მოთხოვნით ევროსაბჭოს წერილობით რამდენიმე დღის წინ ოპოზიციურმა პარტიებმა მიმართეს. "ერთიანობა - ნაციონალურმა მოძრობამ," გახარიას გუნდმა, "ძლიერმა საქართველომ" და "კოალიციამ ცვლილებებისთვის" მოუწოდეს ევროსაბჭოს, არ დაადასტუროს "ქართული ოცნების" დელეგაციის უფლებამოსილება. საპარლამენტო ასამბლეის სესია მომავალ კვირასაა დაგეგმილი. საკითხის ინიციირება, სავარაუდოდ, ორშაბათს მოხდება, რის მერეც ის კენჭისყრაზე გავა. სტრასბურგში ჩადის ქართული დელეგაციაც.