ისტორიაში პირველად, UFC-ს ყველა წონის გაერთიანებულ რეიტინგს სათავეში ქართველი მებრძოლია - ილია თოფურია პირველ ადგილზეა

ილია თოფურია

ისტორიაში პირველად, UFC-ს ყველა წონის გაერთიანებულ რეიტინგს (P4P) სათავეში ქართველი მებრძოლი ჩაუდგა. ილია თოფურიამ ჩარლზ ოლივეირას დამარცხების შემდეგ მესამე ადგილიდან რეიტინგში პირველ პოზიციაზე გადაინაცვლა.

29 ივნისს თოფურიამ ლას ვეგასში მსუბუქი დივიზიონის ქამრისთვის ბრძოლაში ბრაზილიელი მებრძოლი პირველ რაუნდში ნოკაუტით დაამარცხა და ორგანიზაციის მეორე წონის ჩემპიონიც გახდა.

გაერთიანებულ რეიტინგში მესამე ადგილზეა მერაბ დვალიშვილი, რომელიც განახლებამდე მეორე პოზიციას იკავებდა, ხოლო მეორე ადგილზე გადაინაცვლა რეიტინგის ყოფილმა ლიდერმა, მსუბუქი დივიზიონის ყოფილმა ჩემპიონმა, ისლამ მახაჩევმა.

UFC-ს ყველა წონის გაერთიანებული რეიტინგი:

ილია თოფურია (საქართველო)

ისლამ მახაჩევი (რუსეთი)

მერაბ დვალიშვილი (საქართველო)