აშშ-ის მიერ სირიაზე სანქციების გაუქმების მოხსნის გადაწყვეტილება ძალაში პირველი ივლისიდან შევა

დონალდ ტრამპი

აშშ-ის მიერ სირიაზე სანქციების გაუქმება ძალაში პირველი ივლისიდან შევა. ამის შესახებ თეთრი სახლის მიერ გავრცელებულ პრესრელიზშია აღნიშნული.

როგორც ცნობილია, ჯერ კიდევ 2004 წელს დაწესებული სანქციები ამერიკის მოქმედმა პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ქვეყნის სტაბილურობისა და მშვიდობისკენ მიმავალი გზის მხარდაჭერის მიზნით მოხსნა.

განკარგულებაში მითითებულია, რომ ტრამპი აუქმებს სანქციებს სირიის წინააღმდეგ, თუმცა შეზღუდვები შენარჩუნდება ყოფილი პრეზიდენტის, ბაშარ ალ ასადისა და მისი თანამოაზრეების წინააღმდეგ.

ასევე, შეზღუდვები იმოქმედებს „ადამიანის უფლებათა დამრღვევების, ნარკომოვაჭრეებისა და ქიმიური იარაღის, ISIS-ის ან მისი მხარდაჭერი პირების, ასევე მათი ირანელი შუამავლების წინააღმდეგ“.

ტრამპის მიერ ხელმოწერილი განკარგულება ასევე ითვალისწინებს გარკვეულ საქონელზე ექსპორტის კონტროლის შემსუბუქების საშუალებას და აუქმებს სირიისთვის საგარეო დახმარების შეზღუდვებს, ასევე სირიის პრეზიდენტის, აჰმედ ალ-შარაას „ტერორისტის“ სტატუსის გადახედვას.

„პრეზიდენტ ტრამპს სურს, რომ სირიამ მიაღწიოს წარმატებას, მაგრამ არა აშშ-ის ინტერესების ხარჯზე“, – აღნიშნულია განკარგულებაში.