„ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო“ წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში შეხვედრებს ლანჩხუთის სოფლებში აგრძელებს

შეხვედრა

„ქართული ოცნების“ გურიის დელეგატი ვასილ ჩიგოგიძე, პარტიის საოლქო ორგანიზაციის თავმჯდომარე, ალექსანდრე სარიშვილი და საკრებულოს თავმჯდომარე ბესიკ ტაბიძე, პარტიის სხვა წევრებთან ერთად, სუფსასა და ახალსოფელში მოსახლეობას შეხვდნენ. 

მოქალაქეებთან გამართულ შეხვედრებზე ისაუბრეს „ქართული ოცნების" გუნდის მიერ განხორციელებული ინფრასტრუქტურული პროექტების შესახებ, 26 ოქტომბრის არჩევნების მნიშვნელობაზე და სამომავლო გეგმებზე. 

„დასრულდა საგზაო ინფრასტრუქტურის განახლებისა და გაზიფიცირების სამუშაოები, აშენდა ახალი საბავშვო ბაღი და საზოგადოებრივი ცენტრი; მიმდინარეობს სამუსიკო სკოლის მშენებლობა და დაგეგმილი გვაქვს საჯარო სკოლის სრული რეაბილიტაცია. მჯერა, ლანჩხუთი ღირსეულ არჩევანს გააკეთებს და ხმას მისცემს მშვიდობას, კეთილდღეობას, მუნიციპალიტეტის განვითარებას, ჩვენი ქვეყნის ეკონომიკურ წინსვლას და ევროპულ მომავალს. მადლობას გიხდით თითოეულს მხარდაჭერისთვის!“- აღნიშნა ვასილ ჩიგოგიძემ.