ქართული ოცნება“ არის ერთადერთი პარტია, რომელსაც შეუძლია, ცხელი, პატრიოტული გულით და ცივი, რაციონალური გონით მიიღოს გადაწყვეტილებები - პაპუაშვილი

შალვა პაპუაშვილი

ყველა ჩვენი მოქალაქე გრძნობს, რას ნიშნავს „ქართული ოცნება“ ხელისუფლებაში და რა იქნებოდა, რომ ყოფილიყო სხვა პოლიტიკური ძალები ხელისუფლებაში, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.

შალვა პაპუაშვილს ჟურნალისტებმა კითხვა, დაუსვეს რომლის მიხედვითაც, თავის გუშინდელ განცხადებაზე მან „ქართული ოცნების“ საქმიანობა დავით აღმშენებელს შეადარა.

„როცა ვსაუბრობთ შედარებებზე, აქ არსზე არის საუბარი და დღეს დიახ, „ქართული ოცნება“ არის ერთადერთი პარტია, რომელიც აჩვენებს, რომ მას შეუძლია, ერთი მხრივ, ცხელი პატრიოტული გულით და ამავე დროს ცივი, რაციონალური გონით მიიღოს გადაწყვეტილებები და ჩვენ ამის შედეგებს ვხედავთ. ყველა ჩვენი მოქალაქე გრძნობს, რას ნიშნავს „ქართული ოცნება“ ხელისუფლებაში და რა იქნებოდა, რომ ყოფილიყო სხვა პოლიტიკური ძალები ხელისუფლებაში“, – განაცხადა პაპუაშვილმა.