1 დეკემბრიდან მძღოლებისთვის ახალი წესები ამოქმედდება
1732391558
პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა სახალხო დამცველის აპარატის მიერ დღეს გავრცელებული განცხადება შეაფასა, რომელშიც ღიად არის დაგმობილი ბავშვების პოლიტიკური ოპონირების პროცესში ჩართვა და კონკრეტული პირისადმი კრიტიკული განცხადების ადრესატად მათი არასრულწლოვანი შვილების მოხსენიება.
„ჩვენ ორი დღის წინ ვიხილეთ, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე და ლიდერები ადამიანს ოჯახში მიუვარდნენ. ფაქტობრივად შეეცადნენ დაეწიოკებინათ მისი შვილები, ოჯახის წევრები, სამეზობლო. დღეს ვნახე სახალხო დამცველის აპარატის განცხადება და ძალიან გამეხარდა, რომ განსხვავებით იმ სამწუხარო პრაქტიკისგან, რომელიც წინა სახალხო დამცველს ჰქონდა დამკვიდრებული, რომ ის დუმილს ინარჩუნებდა, როდესაც საქმე ეხებოდა პოლიტიკური თანამდებობის პირებს და ამბობდა, რომ თუკი თქვენ პოლიტიკაში ხართ, ახია თქვენზე, აი ეს დამოკიდებულება საბედნიეროდ აღარ არის, და მე მივესალმები სახალხო დამცველის აპარატის დღევანდელ განცხადებას, სადაც ფაქტის ღიად დაგმობაზეა საუბარი. ადამიანზე, მის ოჯახზე, შვილებზე შეხება, ნიშნავს შეხებას მის პატივზე, მის ღირსებაზე, მის ადამიანურობაზე ეს რა თქმა უნდა, დაგმობილი უნდა იყოს და ვინ თუ არა სახალხო დამცველი უნდა იყოს ის ინსტიტუტი, ვინც ამას დაგმობს.
ამავე დროს, ჩვენ ვიხილეთ ძალა, რომელიც არის ევროპული სახალხო პარტიის ოჯახის წევრი. ევროპული სახალხო პარტია, რომელიც ევროპული პარტიების ერთ-ერთი ძლიერი გაერთიანებაა და მისი წევრი პარტია, რომელსაც ევროპული სახალხო პარტია ხშირად ექომაგება და საკუთარი დაცვის ქვეშ მოაქცევს ხოლმე, მათ ერთი რეაქციაც კი არ ჰქონდათ იმაზე რომ მათი წევრი პარტიის ლიდერები ოპონენტი პოლიტიკური პარტიის ლიდერს ოჯახში მიუვარდნენ. როდესაც ასეთი რეაქცია საერთოდ არ მოჰყოლია ამ ამაზრზენ ფაქტს“, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.