1 დეკემბრიდან მძღოლებისთვის ახალი წესები ამოქმედდება
1732391558
„საქართველო, მისი სისტემა, სახელმწიფო მოწყობა, მისი ბიუროკრატია იმსახურებდა კანდიდატის სტატუსს და ყოველ დღე, როდესაც ჩვენ არ გვაქვს ეს კანდიდატის სტატუსი, არის უსამართლობა საქართველოს მიმართ“,-ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა პლენარულ სხდომაზე, საქართველოს პარლამენტის 2022 წლის საქმიანობის ანგარიშისა და 2023 წლის სამოქმედო გეგმის წარდგენისას განაცხადა.
„მე აბსოლუტურად დარწმუნებული ვარ, რომ საქართველო 2022 წლის 24 ივნისს იმსახურებდა კანდიდატის სტატუსს და ეს დაადასტურა თავად ევროკომისიამ კითხვარის საბოლოო შეფასებით. დასრულდა შეფასება, სულ ახლახან მივიღეთ შედეგი და ჩვენ ვნახეთ, რომ ვართ ლიდერი ფუნდამენტურ საკითხებში. მათ შორის, მართლმსაჯულების და სხვა მიმართულებით. ჩვენ ვართ წინ, არა მხოლოდ მოლდოვასთან, არამედ ბოსნია და ჰერცეგოვინასთან შედარებით. რომელიც დეკემბერში გახდა ევროკავშირის კანდიდატი ქვეყანა“,-განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ. მისი თქმით, მნიშვნელოვანია, რომ ოპოზიციამ აღიაროს, რომ ქვეყანა იმსახურებს სტატუსს. შალვა პაპუაშვილის თქმით, პოლიტიკურ ერთიანობას ფუნდამენტური საკითხის ირგვლივ, ევროკავშირის მხრიდანაც სათანადო პასუხი გაეცემა ქვეყნისთვის სტატუსის მინიჭებით.
„შარშან რამდენჯერმე ამ დარბაზში ოპოზიციის მიმართ დაისვა შეკითხვა, როგორ ფიქრობთ, საქართველო დღეს, ამ მდგომარეობით, ამ ხელისუფლებით იმსახურებს თუ არა კანდიდატის სტატუსს და ჩვენ ვხედავდით როგორ გაურბოდა ამაზე პასუხს ოპოზიცია, რომ ეთქვა გადაჭრით, მიუხედავად ჩვენი დამოკიდებულებისა ხელისუფლების მიმართ, კი, იმსახურებს კანდიდატის სტატუსს. ამ პასუხს ვერ ვიღებდით. და ეს ალბათ გულწრფელი პასუხიც იყო. ალბათ ასე ჰგონია ზოგს, რომ საქართველო არ იმსახურებს კანდიდატის სტატუსს.
ამიტომ, თუკი რამე აკლია ჩვენთვის კანდიდატის სტატუსის მონიჭებას, აკლია ერთი რამ, რომ ყველა პოლიტიკური ჯგუფი ისევე იყოს დარწმუნებული, რომ საქართველოს ეკუთვნის კანდიდატის სტატუსი, როგორც დარწმუნებულია ყველა მოქალაქე და თუკი ამას ყველა დარწმუნებით იტყვის, გარწმუნებთ, რომ ჩვენს ერთიანობას და ჩვენს რწმენას, სათანადო პასუხი გაეცემა ევროკავშირის მხრიდან“,-განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.