პრინცესა დაიანას ყოფილი მძღოლი 30-წლიან დუმილს არღვევს
1731360410
ქარტიის ერთგული ვრჩებით, ჩვენ პრეზიდენტთან ძალიან მჭიდროდ ვთანამშრომლობთ - ამის შესახებ, "დღის კურიერის" ეთერში, კოალიცია "ძლიერი საქართველო" წევრმა საბა ბუაძემ განაცხადა.
როგორც მან აღნიშნა, პრეზიდენტი ასრულებს ძალიან პოზიტიურ როლს, მათ შორის - პოლიტიკური პროცესის უკეთესად წარმართვისთვის:
"გვინდა, რომ ის მცირე დრო, რომელიც არის არჩევნებამდე და საქართველოში პრო-დასავლური იდეის გამარჯვებამდე დარჩენილ, გვჭირდება ეს დრო გამოვიყენოთ მაქსიმალურად იმისთვის, რომ ხალხს ველაპარაკოთ. ქარტიის ერთგული ვრჩებით, ჩვენ პრეზიდენტთან ძალიან მჭიდროდ ვთანამშრომლობთ ამ პროცესში, მიგვაჩნია, რომ პრეზიდენტი ასრულებს ძალიან პოზიტიურ როლს მათ შორის პოლიტიკური პროცესის უკეთესად წარმართვისთვის, კონსულტაციებისთვის სივრცის შექმნის თვალსაზრისით, და ამ პროცესში ჩვენ ბევრი სხვა მიმართულებით ვმონაწილეობთ. ქარტიაში აღებულ ვალდებულებებს ჩვენ სრულად ვუპასუხებთ. ვართ ერთგული იმ შეთანხმების, რომელსაც ხელი მოვაწერეთ. ჩვენ გვინდა, რომ ამომრჩევლისა და ჩვენი სრული ყურადღება იყოს ფოკუსირებული იმ გზავნილებზე, რომელიც გვინდა, მივიტანოთ ქართველ ხალხთან. ამიტომ, ნებისმიერი სხვა ტიპის დისკუსია ხელის შემშლელი იქნება ,"- აცხადებს კოალიცია ”ძლიერი საქართველო” წევრი საბა ბუაძე.