პუტინი: უკრაინის ტერიტორიული მთლიანობის მხოლოდ ერთი გარანტი იყო და ეს იყო რუსეთი, მაგრამ მათ საჭიროდ, შესაძლებლად და სასარგებლოდ მიიჩნიეს რუსეთის მტრად გამოცხადება

vladimer putini

ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ, რომ მტერი დავამარცხოთ, - განაცხადა რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა. როგორც კრემლის ლიდერმა აღნიშნა, რუსეთი იძულებული გახდა, სპეციალური სამხედრო ოპერაცია დაეწყო იმისთვის, რომ უკრაინის მიერ დაწყებული საბრძოლო მოქმედებები დაესრულებინა.

პუტინის თქმით, რუსეთი უკრაინის ტერიტორიული მთლიანობის ერთადერთი გარანტი იყო და, ადრე თუ გვიან, უკრაინა დასავლეთ ტერიტორიებს აუცილებლად დაკარგავს.

„გვაიძულეს, დაგვეწყო სპეციალური სამხედრო ოპერაცია, რადგან ვცდილობდით, დაგვესრულებინა უკვე დასავლური მხარისა და კიევის რეჟიმის მიერ დაწყებული საბრძოლო მოქმედებები მაშინდელი უკრაინის ამ ნაწილში.

იყო მხოლოდ ერთი გარანტი უკრაინის ტერიტორიული მთლიანობისა - ეს იყო რუსეთი, მაგრამ მათ საჭიროდ, შესაძლებლად და სასარგებლოდ მიიჩნიეს რუსეთის მტრად გამოცხადება“, - აცხადებს რუსეთის პრეზიდენტი.