ეზოთერიკოსები ასახელებენ, რომელ ასაკში იკრძალება ოქროს სამკაულების ტარება
1755715204
პროტესტის 30-ე დღე - ერთი თვეა რუსთაველის გამზირი ყოველ საღამოს იკეტება და ტრადიცია გრძელდება. დემონსტრანტები, რომლებიც დღესაც შეიკრიბნენ პარლამენტთან, უცვლელი მოთხოვნები აქვთ - დაინიშნოს ხელახალი არჩევნები და გათავისუფლდნენ საპროტესტო აქციების დროს დაკავებულები.
აქციის მონაწილეები რუსთაველის გამზირზე საქართველოსა და ევროკავშირის დროშებით არიან მოსულები, მიტანილი აქვთ სხვადასხვა შინაარსის ბანერებიც. აქციას მსვლელობით შეუერთდნენ მოქალაქეები სხვადასხვა ლოკაციებიდან. პროტესტი მშვიდ ვითარებაში მიმდინარეობს.