1765746475
„გაითვალისწინეთ პროგნოზი და მოემზადეთ!“ - მეტეოროლოგის გაფრთხილება, ამინდი უარესდება
მეტეოროლოგ კობა ფარტენაძის ინფორმაციით, 15 დეკემბრის საღამოდან - 16 დეკემბრის შუადღემდე ამინდი კვლავ მნიშვნელოვნად გაუარესდება.
„დასავლეთში ყველგან მოსალოდნელია ნალექი, აღმოსავლეთში მხოლოდ ზოგიერთ რეგიონში. დაბლობებსა და ბარში ძლიერი წვიმა, მთასა და მაღალმთაში ძლიერი თოვლი.
გაითვალისწინეთ პროგნოზი და მოემზადეთ ისევ ნალექიანი დღეებისთის - გადაადგილებისას სიფრთხილე მნიშვნელოვანია, განსაკუთრებით მთიან რეგიონებში, სადაც ინტენსიურად ითოვებს. საქართველოში 17 დეკემბრიდან გამოიდარებს“, - წერს მეტეოროლოგი.











