პროტესტის 26-ე დღე - რუსთაველის გამზირი ისევ გადაკეტილია

აქცია

პროტესტის 26-ე დღე, უცვლელი მოთხოვნებით უცვლელ ადგილას: ახალი არჩევნების დანიშვნა და დემონსტრაციების დროს დაკავებული პირების გათავისუფლება. რუსთაველის გამზირი ისევ გადაკეტილია.

შეკრება ზუსტად 20:00 საათზე დაიწყო. აქციის მონაწილეებს მიტანილი აქვთ საქართველოსა და ევროკავშირის დროშები, ასევე სხვადასხვა შინაარსის ბანერები.

აქცია მშვიდ ვითარებაში მიმდინარეობს. აქციის მონაწილეებს არ გამოუყენებიათ პიროტექნიკა.

თავისუფლების მოედანი, 9 აპრილისა და ჭიჭინაძის ქუჩები თავისუფალია. მობილიზებულია საპატრულო და სასწრაფო დახმარების რამდენიმე ეკიპაჟი.