„ეს ძალიან სამწუხაროა…“ - გოგა მანიას უახლესი წინასწარმეტყველება

გოგა მანია

 ეზოთერიკოსი, გოგა მანია „პრაიმტაიმთან“ ახალ წინასწარმეტყველებაზე საუბრობს: 

„კაშხალზე მინდა ვთქვა, ამ გახმაურებულ თემაზე, ის, რომ სამეგრელოს მსგავსი რამ არ ემუქრება, კაშხლის ჩამონგრევის საფრთხე არაა, თუმცა წყალთან დაკავშირებული პრობლემები იქნება და ამაზე წინასწარ გავაფრთხილებ ხალხს. სვანეთზე მინდა ვთქვა, რომ ორი დიდი ტრაგედია დატრიალდება, რაც სამწუხაროა, თუმცა გარდაუვალია. ის, რომ ბევრ ხალხს ვკარგავთ, ეს სიცრუეა... არ დაგვავიწყდეს, რომ საქართველო არის ღვთისმშობლის წილხვედრი ქვეყანა, ნგრევას აუცილებლად მოჰყვება შენება...

ვირუსს რაც შეეხება, ის ახლა ჩინეთში მძვინვარებს, თუმცა მინდა საზოგადოება დავამშვიდო და ვუთხრა, რომ საქართველო ვირუსებს შედარებით მარტივად გადაიტანს.“,- ამბობს ეზოთერიკოსი.